ბიძინა ივანიშვილის მხრიდან პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება და ამ პროცესის ასე დაჩქარება პირდაპირი განაცხადია იმისა, რომ საქართველოში ივანიშვილს სურს, რომ დემოკრატია დასრულდეს, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა თენგო თევზაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს სურს, რომ საქართველო გახდეს სახელმწიფო, რომელშიც არის მხოლოდ ერთპარტიული პოლიტიკური სისტემა.

“ბიძინა ივანიშვილის მხრიდან პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება და ამ პროცესის ასე დაჩქარება პირდაპირი განაცხადია იმისა, რომ საქართველოში ივანიშვილს სურს, რომ დემოკრატია დასრულდეს, ეროვნულ-დემოკრატიული ძალები მთლიანად ამოღებული იქნეს პოლიტიკური ყოველდღიური ცხოვრებიდან, საქართველო გახდეს სახელმწიფო, რომელშიც არის მხოლოდ ერთპარტიული პოლიტიკური სისტემა, ტოტალიტარული რეჟიმი და რაღაც ჰიბრიდულ-კრიმინალური ტერიტორია, რომელსაც მხოლოდ ის დატვირთვა ექნება, რომ აქ რუსეთმა სანქციებს თავი აარიდოს, “შავი ფული” გარეცხოს“, - განაცხადა თენგო თევზაძემ.