შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის" ტერიტორიაზე, ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, სკანერის საშუალებით, სპეციალურად მოწყობილ სამალავიდან სხვადასხვა მოდელის 8 ცეცხლსასროლი იარაღი, 8 მჭიდი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით, ასევე,  214-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 8 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.