შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დაზარალებულს ერთ-ერთი უცხოური ფირმის ოფიციალურ დისტრიბუტორად  გაეცნო და მას გათბობის სიტემის სრული კომპლექტის შეძენაში დახმარების მიზნით დიდი ოდენობით თანხა ჩაარიცხინა, თუმცა შეთანხმება არ შეასრულა მოტყუებით დაეუფლა 136 000-მდე ლარს და თანხა პირადი მიზნებისთვის გამოიყენა.

პოლიციამ მამაკაცი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, დანაშაული თავისუფლების 9 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.