ეს სარჩელი თავიდან ბოლომდე ეყრდნობა წულუკიანის მოღალატეობრივი კომისიის დასკვნას, მაგრამ ყველაზე საშიშია იმიტომ, რომ ორ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს ითვალისწინებს, რაც არის რუსეთის პირდაპირი მოთხოვნა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის პირდაპირი ღალატი.

"ეს სარჩელი თავიდან ბოლომდე ეყრდნობა წულუკიანის მოღალატეობრივი კომისიის დასკვნას, მაგრამ ყველაზე საშიშია იმიტომ, რომ ორ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტორს ითვალისწინებს, რაც არის რუსეთის პირდაპირი მოთხოვნა: 1. ეს ეხება 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიის საქართველოს სახელმწიფოსთვის დაბრალებას, რაც არის რუსეთის პირდაპირი მოთხოვნა, ეს ეხება გალუზინის მოთხოვნას, რაც ასევეა ჩადებული სარჩელში, რომ ძალის გამოუყენებლობის შესახებ საქართველომ ხელი მოაწეროს რუსეთის მიერ წარდგენილ დოკუმენტს, რომელიც პირდაპირ ნიშნავს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის აღიარებას და მე-2. ეს ეხება საკონსტიტუციო ჭრილში ყველაზე უფრო მაღალი დოკუმენტით ამ სარჩელის შემდეგ დამტკიცდეს, რომ საქართველოს მეგობრები, ევროპის კავშირი, ჩვენი ყველა პარტნიორთან ურთიერთობა, საქართველოსთან ურთიერთობა დადგინდება, როგორც ანტიკონსტიტუციური. ეს არის პირდაპირი ღალატი", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.