არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში, არ გამოვრიცხავ, რომ პირდაპირი მითითება მისცენ ყაზახეთის მთავრობას ლევან ვარშალომიძის რუსეთისთვის გადაცემაზე, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ის რუსეთისგან იდევნება.

"ლევანს ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული საქართველოსთვის და მათ შორის, უკრაინისთვის და სწორედ ამიტომ იდევნება რუსეთის მიერ. ამ მოტივით შეაჩერეს ის საზღვარზე ყაზახეთში. საგარეო საქმეთა სამინისტრო საქმის კურსშია, მაგრამ არალეგიტიმური ხელისუფლების პირობებში, არ გამოვრიცხავ, რომ ყაზახეთის მთავრობას პირდაპირი მითითება მისცენ ლევან ვარშალომიძის რუსეთისთვის გადაცემაზე. 

საზღვარზე შეკავების შემდეგ, გადაიყვანეს კიდეც, სავარაუდოდ, დროებით იზოლატორში. გავიგეთ, რომ მას აუყვანეს ადვოკატი. ფაქტია, რომ საქართველოს მოქალაქის, რომელსაც ბევრი აქვს გაკეთებული საქართველოსთვის, ბათუმისთვის, ის იდევნება ამის გამო და ასევე, ის იდევნება რუსეთის მიერ იმის გამო, რომ ძალიან აქტიურად არის ჩართული უკრაინის საკითხებში", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძე ყაზახეთშია დაკავებული.