მე ვარ გამბედავი ადამიანი, მე ხისტი კაცი ვარ. მე მგონია, რომ სამშობლოს გადასარჩენად ყველაფერი "მოსულა" ძალადობის გარდა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო პირობების გარეშე არჩევნებზე საუბარი უინტერესოა.

"მე არ ვარ ძალადობის მომხრე, მაგრამ ყველა კანონის დარღვევა ძალადობა არ არის. "ქართული ოცნება" დღეს გამოდის კანონების მწერლად და არა შემსრულებლად. მე რომ მიტინგის მოწყობა მინდა და სადღაც გადავკეტავ გზას, ამის გამო უნდა დავჯარიმდე თურმე, მაგრამ ხელისუფლებას ვინც მიიტაცებს იმას რა უნდა მოუვიდეს ხომ არ იცით? ციხეში უნდა აღმოჩნდეს და აღმოჩნდება.

მე ვარ გამბედავი ადამიანი, მე ხისტი კაცი ვარ. მე მგონია, რომ სამშობლოს გადასარჩენად ყველაფერი "მოსულა" ძალადობის გარდა. 

მე გულწრფელად გეუბნებით, არავითარი ახალი არჩევნები, არავითარი ახალი მოლაპარაკებები, გარდა იმ ვითარებისა, როცა "ქოცები" ნიშნავენ ახალ არჩევნებს ახალი ადმინისტრაციით და ყოვლად მიუკერძოებელი ვითარებით ჩემთვის, საინტერესო არ არის", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.