მე ფეხებზე მკიდია, ივანიშვილი მისცემს ფულს რომელიმე პარტიას თუ თავისი ინტერესით გავა პარტია ადგილობრივ არჩევნებზე. ჩემთვის, ეს არის ერთიანობის ღალატი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო პირობების გარეშე არჩევნებზე საუბარი უინტერესოა.

"პარტიას, რომელმაც შეიძლება შეუქმნას ივანიშვილს სანტურაჟი, როგორც ლეგიტიმურ არჩევნებს, იმას როგორ არ შესთავაზებს 5 მილიონის ნახევარს მაინც. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ რა უნდა საზოგადოებას იმას მივყვებით, თუ რა არის ჩვენს დღის წესრიგში. მე ფეხებზე მკიდია, ივანიშვილი მისცემს ფულს რომელიმე პარტიას თუ თავისი ინტერესით გავა პარტია ადგილობრივ არჩევნებზე. ჩემთვის, ეს არის ერთიანობის ღალატი. და ბოლოს, სალომე ზურაბიშვილმა ძალიან მკაფიოდ შეცვალა სიტყვა ერთობა კოორდინაციით, რაზეც მას ვიღაცები მიესივნენ. 

სალომე ზურაბიშვილი არის ყველაზე ქმედითი და გამართული ინსტრუმენტი "ქოცებთან" საბრძოლველად.

მე არ ვარ ძალადობის მომხრე, მაგრამ ყველა კანონის დარღვევა ძალადობა არ არის. "ქართული ოცნება" დღეს გამოდის კანონების მწერლად და არა შემსრულებლად. მე, რომ მიტინგის მოწყობა მინდა და სადღაც გადავკეტავ გზას, ამის გამო უნდა დავჯარიმდე, თურმე, მაგრამ ხელისუფლებას, ვინც მიიტაცებს იმას რა უნდა მოუვიდეს, ხომ არ იცით? - ციხეში უნდა აღმოჩნდეს და აღმოჩნდება.

მე ვარ გამბედავი ადამიანი, მე ხისტი კაცი ვარ. მე მგონია, რომ სამშობლოს გადასარჩენად ყველაფერი "მოსულა" ძალადობის გარდა. 

მე გულწრფელად გეუბნებით, არავითარი ახალი არჩევნები, არავითარი ახალი მოლაპარაკებები, გარდა იმ ვითარებისა, როცა "ქოცები" ნიშნავენ ახალ არჩევნებს ახალი ადმინისტრაციით და ყოვლად მიუკერძოებელი ვითარებით ჩემთვის, საინტერესო არ არის", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.