იმასაც კი არ გამოვრიცხავ, რომ ამ მოღალატეთა რეჟიმმა რუსეთს გადამცეს პირდაპირ, ამიტომ, არც დაპატიმრებას, არც ტყვიას და არც ფიზიკურ ანგარიშსწორებას არ გამოვრიცხავ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არის მისი დისკრედიტაციის მცდელობა.

"ჩემი ბიოგრაფია ყველამ იცის, სად ვიყავი, სად ვიბრძოდი, რამდენი ტყვე გავათავისუფლე, ვაკეთებდი თუ არა საერთოდ, ამ საქმეს. ამ უნამუსოების ენა არ აქვს და ამ უნამუსოების ნაძირალობას ფსკერი არ აქვს.

სწორედ ის ვთქვი, რომ ომი არა აფხაზებსა და ქართველებს შორის მიმდინარეობდა, არამედ რუსეთი იყო ოკუპანტი, მან წამოიწყო ეს ომი და რუსეთია ჩვენი მტერი. ეს ის ხალხია, ვინც საქართველოს ომის დაწყებაში ადანაშაულებს.

რუსეთმა მომისაჯა უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის გამო 6 წელი და 6 თვე და იმასაც კი არ გამოვრიცხავ, რომ ამ მოღალატეთა რეჟიმმა რუსეთს გადამცეს პირდაპირ, ამიტომ, არც დაპატიმრებას, არც ტყვიას და არც ფიზიკურ ანგარიშსწორებას არ გამოვრიცხავ", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

გენერალურ პროკურატურაში გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთის ომში ქართველები ტყვეებს ხვრეტნდნენ, გამოკითხვები გრძელდება.