ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დაკავების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი არის მართლმსაჯულების საქმე.

"ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი. მეტ კომენტარს ვერ გავაკეთებ ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი არის მართლმსაჯულების საქმე, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ადამიანურად ჩემთვის სამწუხაროა რაც მოხდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.