საზოგადოებრივ მაუწყებელთან მსჯავრდებული გიორგი დავითაძის ოჯახის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

ოჯახის წევრებისა და მხარდამჭერების მოთხოვნაა,  რომ მათ არხის წარმომადგენელი შეხვდეთ. 

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მობილიზებულია პოლიციაც.

გიორგი დავითაძის მამის ავთანდილ დავითაძის განცხადებით, ეს დანაშაული არ დაიმალება.

"არ ეგონოს არცერთი უწყების წარმომადგენელს, რომ ამ დანაშაულს როგორმე დაფარავს. მილიონებს ახარჯებს ქართველი ხალხი ამ ტელევიზიას და ერთი წარმომადგენელი არ გამოვიდა აქ. სძინავთ? თუ იმას ელოდება ეს ტელევიზია, ჩემს შვილს მიცვალებულს როდის გამომიყვანენ იქიდან. რატომ მიკეტავთ შესასვლელს? ტერორისტი ვარ?", - განაცხადა ავთანდილ დავითაძემ. 

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ინფორმაციით, ციხის სამარტოო საკანში, შურისძიების, დამცირების და ღირსების შელახვის მოტივით, მასზე სექსუალურად იძალადეს.პენიტენციური სამსახური ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.