სასწრაფოდ ჩასაკეტია რუსეთთან საზღვარი და ასაკრძალია რუსების შემოსვლა. შავი ჭირის აქ გავრცელების თავიდან ასაცილებლად! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

"სასწრაფოდ ჩასაკეტია რუსეთთან საზღვარი და ასაკრძალია რუსების შემოსვლა. შავი ჭირის აქ გავრცელების თავიდან ასაცილებლად! 

ეს არის შავი ჭირის განსაკუთრებით საშიში ფორმა, რომელიც ჰაერით გადაეცემა.

ქოცებო, ახლა მაინც ნუ ფიქრობთ ფულის კეთებაზე და რუსების უკანალში შეძრომაზე, საკუთარი სიცოცხლეს მაინც გაუფრთხილდით", - წერს სააკაშვილი.