ჰადსონის ინსტიტუტის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი ჯონ უოლტერსი ირაკლი კობახიძეს პასუხობს.

ჯონ უოლტერსი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ირაკლი კობახიძეს მიმართავს და წერს, რომ ფაქტები "ტრაბახით და მუქარით არ იცვლება".

"ბატონო კობახიძე, ჰადსონის ინსტიტუტი ამ ანგარიშის გამომცემელია. როგორც ჰადსონის პრეზიდენტი, მე მხარს ვუჭერ კვლევასა და დასკვნებს. ფაქტები არ იცვლება ტრაბახით და მუქარით. თქვენ არ ხართ "ქართული ოცნება" - თქვენ ხართ ქართული ოცნების გამანადგურებელი", - წერს ჯონ უოლტერსი. 

მანამდე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ქართველი ხალხის, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მთავრობის წინააღმდეგ თავდასხმების ახალი მცირე ტალღა დაიწყო.

"[უცხოელი] აგენტები პირდაპირ არიან ჩართული ამაში, მათ შორის ეს კონკრეტული ადამიანი, რომელიც ღალატის ფორმულაა - ბატონი კანდელაკი. ჩვენ ვიცით მისი წარსული საქმიანობის შესახებ, ვიცით, რას აკეთებს ის დღეს. არ ვიცი, შესაძლოა, ამ ფაქტთან დაკავშირებით სამართლებრივი რეაგირებაც არ იყოს შეუსაბამო, თუმცა ეს ჩემი პასუხისმგებლობა არ არის - ეს შესაბამისი სახელმწიფო ინსტიტუტების პასუხისმგებლობაა", - განაცხადა კობახიძემ.