ის, რომ ლილუაშვილმა დაურეკა გვანცელაძეს და ფული გაიყვეს, ეს ასე არ არის, ამაში ჩართული არის ძალიან ბევრი ადამიანი, - ამის შესახებ კორუფციის მკვლევარმა ბესიკ დონაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩართულია კომპანია, რომელსაც გაურიგდნენ, კომპანიამ თანხმობა განაცხადა იმაზე, რომ მას ფული გადაეხადა და ამის მაგიერ მას ტენდერს მოაგებინებდნენ.

"ის, რომ ლილუაშვილმა დაურეკა გვანცელაძეს და ფული გაიყვეს, ეს ასე არ არის, ამაში ჩართული არის ძალიან ბევრი ადამიანი, ჩართულია კომპანია, რომელსაც გაურიგდნენ, კომპანიამ თანხმობა განაცხადა იმაზე, რომ მას ფული გადაეხადა და ამის მაგიერ მას ტენდერს მოაგებინებდნენ.

არცერთი კომპანია არ არის, რომელიც ამ ფულს ჯიბიდან იხდის, ეს იყო ბიუჯეტიდან წაღებული ფული, რომელიც მიუტანეს ლილუაშვილს და ეს ფული შემდეგ როგორ ამოიღო კომპანიამ? - ამოიღო დაბალი ხარისხით, მაგალითად, კვებასთან მიმართებაში დაბალი ხარისხის საკვებით და ასე შემდეგ", - განაცხადა ბესიკ დონაძემ.

თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს კახა გვანცელაძეს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. 

გამოძიების ცნობით, მას დიდი ოდენობით ფულადი თანხების აღებაში გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობდა და ამ სქემაში სააგენტოს ყოფილ ხელმძღვანელს სხვა თანამშრომლებიც ჰყავდა ჩართული. მანამდე კი სუსის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს.