დღევანდელ შეხვედრაში ყველა მონაწილე ვთანხმდებით ერთ რამეზე - საქართველო ივანიშვილის გარეშე, ივანიშვილის პირობებში საქართველოში არანაირი არჩევნები არ იქნება. ჩვენი მიზანია ივანიშვილის დამხობა და ამის შემდეგ არჩევნების ჩატარება, სადაც ხალხი გადაწყვეტს ვინ იქნება ხელისუფლებაში, ვინ კოალიციაში და ა.შ. - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"მნიშვნელოვანია ყველას ესმოდეს, რომ სანქცირებული ივანიშვილი სანქცირებული კალანდარიშვილით საქართველოში არჩევნებს არასდროს არ ჩაატარებს, შესაბამისად უკვე რომ გარკვეულ ჯგუფებს დაწყებული აქვთ მზადება ე.წ არჩევნებში მონაწილეობისთვის, ეს არანორმალურია, ამიტომ აქ პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ვთანხმდებით ერთ რამეზე - საქართველო ივანიშვილის გარეშე, ივანიშვილის პირობებში საქართველოში არანაირი არჩევნები არ იქნება, ეს იქნება უბრალოდ სპექტაკლი, სადაც ის სხვადასხვა მსახიობებს შესთავაზებს როლებს, ზოგი დაირქმევს, რომ პოლიტიკოსია, ზოგი მერობის კანდიდატი. ჩვენი მიზანია ივანიშვილის დამხობა და ამის შემდეგ არჩევნების ჩატარება, სადაც ხალხი გადაწყვეტს ვინ იქნება ხელისუფლებაში, ვინ კოალიციაში და ა.შ.”, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.