ჩვენ დავკარგეთ დერეფნის გეოგრაფიული ძალიან სერიოზული ტვირთების ერთ-ერთი ჰაბის პერსპექტივაც, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, კონფერენციაზე არცერთი სიტყვა იმაზე, თუ როგორ ხედავს ხელისუფლება საქართველოს როლს გეოსტრატეგიული მიმართულებით.

"არცერთი სიტყვა იმაზე, თუ როგორ ხედავს მმართველობა მომავალში ჰორიზონტს დერეფნის ან გეოსტრატეგიული მიმართულებით არ თქმულა.

საუბარი იყო მხოლოდ წყალი, ნაწილობრივ ეფუძნებოდა მხოლოდ გატკეპნილ ფრაზებს. რეალურად, ვკარგავთ ევროკავშირის წევრობის პერსპექტივას, ასევე ჩვენ დავკარგეთ დერეფნის გეოგრაფიული ძალიან სერიოზული ტვირთების ერთ-ერთი ჰაბის პერსპექტივაც", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.