აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პარიზში ვიზიტისას, შესაძლოა, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "დეილი მეილი“ ავრცელებს.

მოსალოდნელია, რომ ტრამპი, რომელიც საფრანგეთში პრეზიდენტ მანუელ მაკრონის მიწვევით ნოტრ-დამის გახსნის ცერემონიაზე ჩავიდა, ზურაბიშვილთან შეხვედრას აღდგენილ ტაძარში გამართავს.

„დეილი მეილის“ წყაროს ცნობით, დონალდ ტრამპისა და სალომე ზურაბიშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით შუამავლობა ემანუელ მაკრონმა შეასრულა, რომელიც შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტს წაიყვანს.

„არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს პარიზში ვიზიტის დროს ფეთქებადი დიპლომატიური შეტაკება ელოდება საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტთან მოსალოდნელი შეხვედრით საქართველოში სადავო არჩევნების გამო ქუჩის პროტესტების ფონზე“, – წერს „დეილი მეილი“.