დელეგიტიმაციის ფორმის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ჩვენ ქუჩაში უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, 4 ოქტომბერი არის ფარსის დღე.

"ჩემთვის, ეს არის აბსოლუტური ფარსის და სიყალბის დღე. ისინი იმას დაწერენ, რაც უნდათ. ეს ბოიკოტი კი არ არის, რომ ჩვენ იქ არ ვმონაწილეობთ არჩევნებში, რომელიც ტარდება, ეს ასე არ არის, ეს საერთოდ დაცლილია შინაარსისგან და შესაბამისად, დელეგიტიმაციის ფორმის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ჩვენ ქუჩაში უნდა ვიყოთ, უნდა ვანახოთ - სად არის საქართველო და სად არის არჩევნების დღე. რაც შეეხება უშუალოდ 4 ოქტომბრის სცენარებს და ტაქტიკას, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ყველა ერთად 4-მდე შევთანხმდებით. მანამდე კი სხვა ბევრი აქციაა კიდევ დაგეგმილი", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.