ბოლო პერიოდის მოვლენები და გარკვეული ინფორმაციები მაძლევს ამის თქმის საშუალებას, რომ კობახიძე, არ მგონია, რომ დიდხანს დატოვოს ივანიშვილმა, - ამის შესახებ “მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ განაცხადა. 

მისივე თქმით, ბოლო პერიოდია ჩანს, რა მმართველობა აქვს ბიძინა ივანიშვილს.

"მხოლოდ ტექნიკური შემსრულებელია იმ დღის წესრიგის, რაც აქვს შექმნილი ივანიშვილს. ვერაფერი ისე ზუსტად ვერ გადმოსცემს, როგორი მმართველობა აქვს დღეს "ქართულ ოცნებას", ერთი ადამიანის მმართველობა, სადაც პრემიერად წოდებული კობახიძე, როგორც ადიუტანტი რომ დადის ამ შეხვედრების დროს ბიზნესცენტრში.  

მე არ მგონია, რომ კობახიძე დიდხანს დარჩეს პრემიერის პოზიციაზე. ბოლო პერიოდის მოვლენები და გარკვეული ინფორმაციები მაძლევს ამის თქმის საშუალებას, რომ კობახიძე, არ მგონია, რომ დიდხანს დატოვოს ივანიშვილმა. 
სხვა ძველ პერიოდებშიც ამავე როლში იყო კობახიძე, მაგრამ ახლა განსაკუთრებით ჩანს, რომ ის ასრულებს ივანიშვილის დავალებებს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.