დღეს, ფაქტობრივად, მას შეუძლია, რომ ისიამოვნოს იმ ცხოვრებით, რომელიც კორუფციის საფუძველზე შეიქმნა, - ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა ირაკლი ღარიბაშვილის პარტიიდან წასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი უფრო კარგ ვითარებაშია, ვიდრე მისი ყოფილი თანამებრძოლები.

"ის ჩართული იყო სხვადასხვა კორუფციაში, მათ შორის იყენებდა სახელმწიფო ქონებას თავისი ოჯახისთვის, ვიცით ის ისტორია, რომელიც უკავშირდება თვითმფრინავის გამოყენებას, მასთან დაკავშირებული კომპანიები წლები იღებდნენ ტენდერებს და ფაქტობრივად, მისი ქონებაც იზრდებოდა ყოველი თვის განმავლობაში.

დღეს, ფაქტობრივად, მას შეუძლია, რომ ისიამოვნოს იმ ცხოვრებით, რომელიც კორუფციის საფუძველზე შეიქმნა და ამავდროულად ის არის უფრო კარგ ვითარებაში, ვიდრე მისი ყოფილი თანამებრძოლები", - განაცხადა ეკა გიგაურმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ დღეს განაცხადა.