ვთხოვთ მოქალაქეებს, ვისაც უნდათ, რომ წვლილი შეიტანონ, დაიცვან ჩვენი მოქალაქეების ხმები, შემოგვიერთდნენ, დარეგისტრირდნენ დამკვირვებლებად და ჩვენ ერთად შევძლებთ იმას, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქის ხმა იქნება დაცული, - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, არსებობს უპრეცედენტო გაერთიანება, რომლებიც სადამკვირვებლო მისიის შექმნას აპირებენ.

"ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო გაერთიანება ქართული სამოქალაქო სექტორის, აქტივისტების ჯგუფების და საქართველოს გულანთებული პატრიოტების, რომლებიც ვაპირებთ ყველაზე დიდი სადამკვირვებლო მისიის შექმნას. ჩვენ გვეყოლება დამკვირვებლები ყველა უბანზე.

ვთხოვთ მოქალაქეებს, ვისაც უნდათ, რომ წვლილი შეიტანონ, რომ დაიცვან ჩვენი მოქალაქეების ხმები, რომ შემოგვიერთდნენ, დარეგისტრირდნენ დამკვირვებლებად და ჩვენ ერთად შევძლებთ იმას, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქის ხმა იქნება დაცული", - განაცხადა ეკა გიგაურმა.