მე შემოვუერთდი პროტესტს, როგორც არა გაფიცული, არამედ როგორც პრეზიდენტი იმიტომ, რომ უნდა იყო იქ, სადაც ხალხი დგას, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საყოველთაო გაფიცვაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროტესტის ასეთი გამოხატულება მისასალმებელია.

"მე შემოვუერთდი პროტესტს, როგორც არა გაფიცული, არამედ როგორც პრეზიდენტი იმიტომ, რომ უნდა იყო იქ, სადაც ხალხი დგას და ხალხი დგას თავის სამართლიანობისთვის და იმისთვის, რომ აჩვენოს ყველას, რომ არ შეეგუება რეპრესიებს, დაშინების მცდელობას, აქ დგას ხალხი, რომელიც არც შეშინებულია, არც შეშინდება და იდგება ბოლომდე იმიტომ, რომ ეს პროტესტია მართალი და სადაც სიმართლეა, იქ არის გამარჯვება.

ასეთ დროს პროტესტის გამოხატვა ამ ფორმით ხშირად ხდება. მივესალმები, რომ საქართველოშიც ამ ახალმა ფორმამ თავი დაიმკვიდრა. ჩვენ დაგვჭირდება ყველა ფორმის წინააღმდეგობა იმ რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც დღეს მიდის გამოწვევაზე, პროვოკაციაზე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოში საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა  მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა.