დღევანდელი გაფიცვა არის უმნიშვნელოვანესი განვითარება ჩვენი პროტესტის, იმიტომ, რომ ამხელა გაფიცვა საქართველოში არასოდეს არ ყოფილა, -  ამის შესახებ იურისტმა გიორგი ბურჯანაძემ საყოველთაო გაფიცვაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პროტესტი ყველა ფენას და ყველა სექტორში არის.

"მთავარი მოთხოვნა ისევ ორია - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარება.

დღევანდელი გაფიცვა არის უმნიშვნელოვანესი განვითარება ჩვენი პროტესტის, იმიტომ, რომ ამხელა გაფიცვა საქართველოში არასოდეს არ ყოფილა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროტესტი ყველა ფენაში, ყველა სექტორში არის. უამრავი ადამიანი აპროტესტებს, ითხოვს ახალ არჩევნებს და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. ეს კარგად აჩვენებს ჩვენი მოთხოვნის მასშტაბურობას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოთხოვნა ადრე თუ გვიან იქნება გათვალისწინებული", - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.