"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტის წინ შიმშილობა დაიწყო.

"რუსეთთან ბრძოლაში ჩვენ გავიარეთ მრავალი ეტაპი. გავიარეთ მძიმე და საამაყო ეტაპები. ახლა, როდესაც რეჟიმი გადმოვიდა ახალ შეტევაზე და დაიჭირა პრაქტიკულად ყველა პოლიტიკოსი, მე მინდა ჩემი ბრძოლის ახალი ფორმა გამოვაცხადო და ეს ფორმა არ არის ან ემოციური ან გაუაზრებელი, ეს არის გამარჯვებაზე ორიენტირებული ბრძოლა. მე რუსთაველზე ვიწყებ შიმშილობას, არ მოვიცვლი აქედან ფეხს, ეს შიმშილობა არ არის თავგანწირული რაღაც სასოწარკვეთილი ნაბიჯი. ეს არის ძალიან მტკიცე გადაწყვეტილება. თუ თქვენ ვერ ხედავთ სიცოცხლის ფასს, თუ თქვენ ვერ ხედავთ თავისუფლების ფასს, თუ თქვენთვის გიორგი ახობაძის დედის სიკვდილი, თუ თქვენთვის ონისე ცხადაძის მამის გარდაცვალება არაფერს არ ნიშნავს, აგერ არის ჩემი სიცოცხლეც, ჩემი თავისუფლებაც და მაინც ვერ მოგვერევით, თუ თქვენ ვერ ხედავთ ჩემი განაცხადი “ქართული ოცნებისთვის”.

მეორე განაცხადი ხალხისთვის - რევოლუცია და გარეთ ქუჩაში ამათი დამხობა არის ერთადერთი გზა. მე ვერავის ვერ ვასწავლი ჭკუას როდის გამოვიდეს ქუჩაში, მე ვერავის ვერ მოვუწოდებ ან იშიმშილოს, ან ციხეში ჩაჯდეს, მე მხოლოდ ჩემი მაგალითით შემიძლია ვთქვა, რომ - მე ვარ მზად, თავი შევწირო ამ რეჟიმს და შევწირავ”, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.