ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე” 11 წლისაა, - ამის შესახებ ფონდის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

"11 წელი სიცოცხლის სამსახურში.

მადლობა ყველას, ვისაც სიკეთის რწმენა აქვს! 11 წელი თქვენთან ერთად და ერთმანეთით.

11 წელია, ვირწმუნეთ, რომ სიკეთეს შეუძლია გადაარჩინოს სიცოცხლე, თქვენთან ერთად ეს შევძელით.

დღესაც გვჯერა, რომ თითოეული გული, თითოეული ხმა და მხარდაჭერა სიცოცხლის ძალაა.

ჩვენ მომავალშიც უნდა გადავარჩინოთ მეტი სიცოცხლე.

დარჩით ჩვენს გვერდით, რათა სიკეთის გზა ერთად გავაგრძელოთ", - აღნიშნულია ინფორმაციაში.