ლილუაშვილი რომ ფულს იპარავდა, გამოჩნდა, პლუს ამას, ის სუსის უფროსი იყო და უამრავი ინფორმაციები შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის ივანიშვილისა და რუსების კონტაქტებზე, -  ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანა კორუფციაში ეფლობა.

"ივანიშვილი იმას უყურებს, რომ ვიღაცები არ მოძლიერდნენ, მათ შორის ფინანსური და რესურსების თვალსაზრისით ისე, რომ მერე მას პრობლემები არ შეუქმნან. ლილუაშვილი და მისი გარემოცვა ფულს იპარავდა, გამოჩნდა, პლუს ამას, ის სუსის უფროსი იყო და უამრავი ინფორმაციები შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის ივანიშვილისა და რუსების კონტაქტებზე, მას ეს სერიოზული რესურსები ნამდვილად ექნებოდა.

ერთადერთი ის არის, რომ იმან იეჭვიანა, რომ ეს მის წინააღმდეგ არ წასულიყო. ვის აღელვებს კორუფცია, კორუფციაში ეფლობა ქვეყანა", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. გენერალური პროკურორის ინფორმაციით, გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების 11-დან 15 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.