აშშ-ის საელჩო რამდენიმე პირის დაკავების შესახებ პროკურატურის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება.

"მივესალმებით საქართველოს პროკურატურის დღევანდელ განცხადებას რამდენიმე პირის დაკავების შესახებ, რომლებსაც ბრალი ედებათ ქართველი მოქალაქეების მოტყუებაში, აშშ-ში უკანონო შესვლასა და დოკუმენტების გაყალბებასთან დაკავშირებით. ეს არის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შორის მრავალთვიანი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგი. მადლობას ვუხდით საქართველოს პროკურატურას, ასევე გამოძიებასა და ოპერაციაში ჩართულ სამართალდამცავი ორგანოების ქართველ წარმომადგენლებს“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურის განცხადებით, პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი ღონისძიების შედეგად ორი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოვლინდა.