რა უნდა რიყეზე სასტუმროს, რომელიც პარკია და დასვენების ადგილი. მეორეც, ეს შენობა 2016 წელს მსოფლიოს საუკეთესო და ორიგინალური ნაგებობების ათეულში მოხვდა, - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ნგრევა იცის და აშენება - არა.

"ეს უინტელექტო და უკულტურო "ქოცები" იტალიელი არქიტექტორის, მასიმილიანო ფუქსასის შედევრის, რიყის დოქების დანგრევას აპირებენ და მის ადგილას სასტუმროს აშენებას. კალაძემ განაცხადა, კობახიძემ დაადასტურა. 

ჯერ ერთი, რა უნდა რიყეზე სასტუმროს, რომელიც პარკია და დასვენების ადგილი. მეორეც, ეს შენობა 2016 წელს მსოფლიოს საუკეთესო და ორიგინალური ნაგებობების ათეულში მოხვდა.

“ქართული ოცნების” წინასაარჩევნო დაპირება იყო რიყის დოქების და მშვიდობის ხიდია დაშლა. შეუდგნენ “საქმეს” ეს ველურები. ამათ მხოლოდ ნგრევა იციან, აშენება არა", - წერს რომან გოცირიძე. 

თბილისში "რიყის დოქების" დემონტაჟია დაგეგმილი.