უმჯობესია, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ კონცენტრირებული საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირს აქვს უამრავი პრობლემა, მათ შორის მძიმე ეკონომიკური რეცესია.

"იცით, რომ კრიზისული ვითარებაა, დღეს ევროკავშირში არის მძიმე ტენდენციები ეკონომიკური რეცესიის თვალსაზრისით, ალბათ, უფრო მეტად ამაზე უნდა იყვნენ კონცენტრირებული ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლები. უმჯობესია, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები იყვნენ კონცენტრირებული საკუთარი პრობლემების მოგვარებაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.