ოპოზიცია, რომლის ნაწილიც მე ვარ, ახლა გადის დიდ განსაწმენდელს და გამოცდას, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ივანიშვილმა წამყვანი პოლიტიკური ფიგურები დააკავა.

"ფაქტობრივად, ივანიშვილმა წარმოუდგენელი ბრალდებებით წამყვანი პოლიტიკური ფიგურები დააკავა. არალეგიტიმური მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო, სანქცირებული სასამართლო იჭერს ამ ადამიანებს, რომ ამ ციკლში არ გადაიხადეს თავისუფლების ხარკი.

ოპოზიცია, რომლის ნაწილიც მე ვარ, ახლა გადის დიდ განსაწმენდელს და გამოცდას. მე მგონია, რომ ამ პროცესში ქართველი ხალხი ოპოზიციაზე წინ იყო და ჩვენი პარტნიორებიც. ამ ბიჭების ციხეში ჯდომამ საერთოდ საოცრება მოახდინა და სხვა დონეზე აიყვანა ქართული საზოგადოებაც და სამოქალაქო სექტორიც, რომელსაც ვერ ეწეოდა პოლიტიკური კლასი", - განაცხადა ლევან სანიკიძემ.