დღეს 21 წლის მათე დევიძეს მურუსიძის სასამართლომ 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ამ დროს კი, არც ერთი ნიღბიანი მოძალადე, რომელიც წაქცეულ და დაკავებულ ახალგაზრდებს, ჟურნალისტებს პირდაპირ ეთერში სასტიკად სცემდნენ, არ დასჯილა, - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" განცხადებაშია აღნიშნული. 

"ქვეყანას უსამართლობის, უთანასწორობის, უიმედობისა და ძალადობის გამო ახალგაზრდები ტოვებენ.

დღეს "ოცნების" დაპირებული მშვიდობისა და სამართლიანობის ნაცვლად, ძალადობა და უსამართლოდ დაკავებული ახალგაზრდები მივიღეთ.

უკლებლივ ყველა პოლიტპატიმარი აუცილებლად გათავისუფლდება და უკლებლივ ყველა მოძალადე აუცილებლად დაისჯება. ვერავინ შეძლებს ამ მძიმე დანაშაულებებზე პერსონალური პასუხისმგებლობისგან დამალვას!

თავისუფლება მათე დევიძეს! სოლიდარობა და გამძლეობა მის ოჯახს", - აღნიშნულია პარტიის განცხადებაში.