გამოსავალი და კულმინაცია იქნება 4 ოქტომბერი, როდესაც ესენი უნდა დასრულდნენ, ამათი ბოროტი მმართველობა უნდა ჩაჰბარდეს ისტორიას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, "ქართული ოცნებისთვის" კანონი არ არსებობს.

"გამოსავალი და კულმინაცია იქნება 4 ოქტომბერი, როდესაც ესენი უნდა დასრულდნენ, ამათი ბოროტი მმართველობა უნდა ჩაჰბარდეს ისტორიას და ხაზი მინდა გავუსვა, რომ პოლიციელებიც გაილახნენ მელიქიშვილზე დაპირისპირებაში, ქალები დააგდეს, დაასისხლიანეს და ვინმე პასუხს აგებს ამაზე? რა თქმა უნდა, არა. ეს არის ბოროტული და "ქოცური" სტანდარტი, რომ თუ შენ ხარ "ქოცი" და ემსახურები ამ რეჟიმს და ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ინტერესებს იცავ, კანონი არ არსებობს", - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.