განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა გივი მიქანაძე დაიკავა.

ახალი მინისტრი მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

გივი მიქანაძე დღემდე პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

გივი მიქანაძემ მინისტრის თანამდებობაზე ალექსანდრე წულაძე შეცვალა, რომელმაც თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება დღეს გაავრცელა.