ბიზნესმენმა გიორგი ჩიკვაიძემ, რომელიც 11 მარტს დააკავეს, საპატიმროში შიმშილობა დაიწყო.

"მე არ შევეგუები ამ სისტემის მიერ ჩაგვრას! დღეიდან გადავდივარ სრულ შიმშილობაზე.

ამჯერადაც ვიქნები გამორჩეული ჩემს პრინციპულობაში, თუნდაც ეს დამიჯდეს სიცოცხლის ფასად, ამას გავაკეთებ ჩემი ქვეყნის სიყვარულისთვის.

პასუხისმგებლობა მომხდარზე დაეკისრება რუსულ რეჟიმს, რუსეთის აგენტ ბიძინა ივანიშვილს და კორუმპირებულ გიორგი გაბიტაშვილს.

ასევე მინდა მივმართო ჩვენი ოჯახის ახლობლებს და ნაცნობებს, ყველა ვინც დუმხართ, ხართ ამ პროცესის მონაწილე.

მეგობრებო, არ გაჩერდეთ. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე", - წერს ჩიკვაიძე.

მის კომენტარს "TV პირველი" ავრცელებს.