ერთიანობა არ არის თვითმიზანი, ერთიანობა არის საშუალება რეჟიმთან ბრძოლის, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

მისივე თქმით,  უნდა შეიქმნას ის ერთიანი ფრონტი, რომელიც იქნება უკომპრომისო ბრძოლის დროშის ქვეშ გაერთიანებული. 

"ერთიანობა არ არის თვითმიზანი, ერთიანობა არის საშუალება რეჟიმთან ბრძოლის და თუ შენ ერთიანობას არ ქმნი ბრძოლისთვის, არამედ ქმნი მეორადი მიზნით, ასეთი ერთიანობა არაფერს არ განსაზღვრავს, ამიტომ მე მაინც მგონია, რომ ის პოზიციები, რაც გუშინ მიტინგზე გაჟღერდა უნდა შეჯერდე და სწორედ ამის ხარჯზე შეიქმნას ის ერთიანი ფრონტი, რომელიც იქნება უკომპრომისო ბრძოლის დროშის ქვეშ გაერთიანებული", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.