არჩევნები იქნება რეჟიმის ჩამოშლის შემდეგ, რომელიც იქნება ივანიშვილის კონტროლს მიღმა, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა დასრულდეს ივანიშვილის და მისი რუსული კლანის მმართველობა.

"ივანიშვილის რუსული რეჟიმის საბოლოო მარცხი და ჩამოშლა აუცილებლად გაფორმდება არჩევნებით, ოღონდ ეს იქნება არა ივანიშვილის წესებით, არამედ არჩევნები იქნება რეჟიმის ჩამოშლის შემდეგ, რომელიც იქნება ივანიშვილის კონტროლს მიღმა და ეს ნამდვილად იქნება ახალი, სამართლიანი არჩევნები.

საქართველო უნდა გახდეს დასავლური ცივილიზაციის ნაწილი, უნდა დასრულდეს ივანიშვილის და მისი რუსული კლანის მმართველობა, რომლებსაც ეს ქვეყანა მიტაცებული აქვთ და მიაქანებენ რუსეთისკენ. ჩვენი ამოცანაა, რომ ოპოზიციის ალიანსი პოზიცირდეს, როგორც რეალური პოლიტიკური ალტერნატივა, უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა მოხდეს ქართველი ხალხის თვალში", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.