"ლოკალური ქლიავების პარტია" გვყავს "ქართული ოცნების" სახით. ისინი რუსეთის “ჩმორები" არიან. ფურთხის ღირსად არ აღიქვამენ ამათ. ეს არის ბატონის და ვასალის ურთიერთობა, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" რუსეთი ისე ექცევა, როგორც უნდა.

"არაფერი "გლობალური ომის პარტია" არ არსებობს, ეს არის პუტინის პროპაგანდისტების მიერ მოგონილი ტერმინი, მაგრამ "ლოკალური ქლიავების პარტია" გვყავს აგერ "ქართული ოცნების" სახით.

ისინი რუსეთის მეგობრები კი არა, რუსეთის "ჩმორები" არიან, იმიტომ, რომ ის ურთიერთობები, რაც რუსეთის ხელისუფლებასთან  აქვთ, არის ბატონისა და ვასალის ურთიერთობა, აქ არც პარტიორობაზეა საუბარი და არაფერზე. ფურთხის ღირსად არ აღიქვამენ ამათ, როგორც უნდათ ისე ექცევიან, იმიტომ, რომ თვლიან "ჩმორებად". როდესაც ფეხქვეშ გაეთელები, მერე შენიანიც კი აღარ გცემს პატივს, ეს რუსის თვისებაა.

ამათ მთავარი რამ ვერ გაიგეს - ღალატობენ ხალხს, ღალატობენ ისტორიას, ღალატობენ პარტნიორებს, ვისზეც დგას ქვეყნის დამოუკიდებლობა და პერსპექტივა", - განაცხადა გიგი უგულავამ.