"ქოცები" არგაღიზიანების პოლიტიკას კი არ ატარებენ, ისინი ქვეყანას ღალატობენ. ჩვენ ყველა ნაბიჯზე მივდიოდით, ოღონდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი შენარჩუნებული ყოფილიყო, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, ამ ყველაფრის ფონზე, რაც დრო გადის, მით უფრო კარგად ჩანს "ვარდების რევოლუციის" შედეგები.

"მიშა რომ ფიქრობდეს, მარტო მე ვარ და ჩემი ნაბადი, ჩემი პარტია და მე სხვა არავინ არ მჭირდებაო, ხომ არ იტყოდა, ყველა უნდა გავერთიანდეთო. მიშას და ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ არიან ამ ქვეყანაში პატრიოტები, რომლებიც გინდა თუ არა, "ნაციონალური მოძრაობის" და მიშას მხარდამჭერები არ არიან - ეს გასაგებია და მოცემულობაა, ჩემდა სამწუხაროდ, მაგრამ ეს ნორმალურია.

მიშას ყველაფერი აქვს გაკეთებული, რაც სწორია, რომელიც უნდა გააკეთოს სახელმწიფო მოხელემ. რაც უფრო ვშორდებით და დრო გადის, მით უფრო კარგად ჩანს "ვარდების რევოლუციის" შედეგები.

ერთხელ შევეცადეთ და შევძელით ქართველ ხალხთან ერთად და ეს ქვეყანა წუმპიდან ამოვიყვანეთ - უშუქობის, კრიმინალის, უგზოობის, ამორფული წარმონაქმნიდან თანამედროვე ქართული სახელმწიფო შევქმენით და დავიცავით რუსეთის აგრესიისგან. ეს აგრესია წამოვიდა მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო თავისუფალი. ჩვენ არ გვინდოდა არავის წინააღმდეგ ყოფნა, არც მიწები გვინდოდა, არც რუსეთის გაღიზიანება. ახლა ხშირად ეშლებათ ხოლმე ბევრს, თითქოს "ქოცებს" ჩვენ იმაზე ვსაყვედურობთ, რომ გაღიზიანების პოლიტიკას არ ატარებენ ისინი, ეს ასე არაა, "ქოცები" არგაღიზიანების პოლიტიკას კი არ ატარებენ, ისინი ქვეყანას ღალატობენ. ჩვენ ყველა ნაბიჯზე მივდიოდით, ოღონდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი შენარჩუნებული ყოფილიყო", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.