მათ არ დარჩათ არაფერი იმისთვის, რომ ითანამშრომლონ დასავლეთთან, ვერაფერს ვეღარ სთავაზობენ დასავლეთს იმისთვის, რომ დასავლეთმა დაუჯეროს "ქართულ ოცნებას", - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნატოსთვის საქართველოს ხელისუფლება ასოცირდება არჩევნების გამყალბებელ და არადემოკრატიულ პარტიად.

"ნატოს სამიტზე, სადაც წლები საქართველოს მისწრაფებები იყო უცვლელი, "ქართულმა ოცნებამ" მიგვიყვანა იქამდე, რომ ამ სამიტზე აღარ გვიწვევენ. დღეს ვოლსკიმ იცრუა, როცა თქვა, რომ მხოლოდ წევრები არიან იქ მიწვეული - ეს დიდი ტყუილია, მათ არ აქვთ არც იმის არგუმენტაცია, რომ დაამტკიცონ, რომ მართლები არიან. ისინი ტყუიან, როგორც ქართველ ხალხთან, ისე საერთაშორისო პარტნიორებთან. მათ არ დარჩათ არაფერი იმისთვის, რომ ითანამშრომლონ დასავლეთთან, ვერაფერს ვეღარ სთავაზობენ დასავალეთს იმისთვის, რომ დასავლეთმა დაუჯეროს "ქართულ ოცნებას" და ესაა სწორედ ის სანდოობის პრობლემა, რაც "ქართულ ოცნებას" დაუდგა და სწორედ ამიტომ არ იწვევენ მათ ამ სამიტზე, არადა მნიშვნელოვანი იყო ჩვენი იქ ყოფნა, ჩვენ ვიყავით ამ სამიტის წევრები და ვიყავით მთავარი სახელმწიფო სამხრეთ კავკასიაში, ვისთანაც ურთიერთობები ჰქონდა ნატოს და პერსპექტივაში განიხილავდა იმას, რომ საქართველო უნდა ჩართულიყო იმ დიდ გეოპოლიტიკურ მიზნებში, რაც დასავლეთს აქვს და ეს ინტერესები და მიზნები საქართველოს ინტერესებს ზუსტად ემთხვეოდა. ნატოსთვის საქართველოს ე.წ. ხელისუფლება ასოცირდება არჩევნების გამყალბებელ და არადემოკრატიულ პარტიად", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.