ბიძინა ივანიშვილი ასე ზომავს თავის ძალაუფლებას - რაც უფრო მეტი პოლიტიკური მძევალი ეყოლება, მით მეტი შესაძლებლობა აქვს იმისა, რომ ის, როგორც დამოუკიდებელი აქტორი გადარჩეს, - ამის შესახებ  "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ბიძინა ივანიშვილი ცდილობს, თავი წარმოაჩინოს, როგორც დამოუკიდებელი ავტოკრატი და არა რუსეთის, ან ბელორუსის გავლენის ქვეშ მყოფი ავტოკრატი.

"ბიძინა ივანიშვილი რუსული სივრცის ნაწილია და საქართველოს, როგორც ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოს, ასე არ აღიქვამენ, ამიტომ, ივანიშვილს არ უნდა ჰქონდეს იმის ამბიცია, რომ ვაჭრობა დადგება.

ბიძინა ივანიშვილი ასე ზომავს თავის ძალაუფლებას - რაც უფრო მეტი პოლიტიკური მძევალი ეყოლება, მით მეტი შესაძლებლობა აქვს იმისა, რომ ის, როგორც დამოუკიდებელი აქტორი გადარჩეს. დღეს ივანიშვილი ამას ცდილობს სწორედ, რომ თავი წარმოაჩინოს, როგორც დამოუკიდებელი ავტოკრატი და არა რუსეთის, ან ბელორუსის გავლენის ქვეშ მყოფი ავტოკრატი. მას სწორედ მხოლოდ ასე შეუძლია, გამოძვრეს სანქციებისგან, რომელიც მის წინააღმდეგ არის მიმართული", - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.