უკრაინამ ადგილობრივი წარმოების ბალისტიკური რაკეტა წარმატებით გამოცადა, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა განაცხადა.

მისივე თქმით, პროექტის შემუშავება თავდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობის ქვეშ მიმდინარეობდა.

როგორც მან აღნიშნა, რაკეტის გამოცდა 14 ივლისს, მთავრობის გადადგომის დღეს ჩატარდა.

მას სარაკეტო სისტემის სახელი არ დაუკონკრეტებია, თუმცა ექსპერტების თქმით, ეს შესაძლოა, იყოს, Fire Point-ის FP-7 და FP-9 ბალისტიკური რაკეტები. ასევე, შესაძლოა, შესაძლოა, ფედოროვი გულისხმობდა Sapsan-ის ტაქტიკურ სარაკეტო სისტემას, რომლის სერიული წარმოება 2025 წელს დაიწყო.