პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერს გიორგი გახარიას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმა ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" მოხდა.

"მთის ამბების" რედაქტორი და ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ გიორგი გახარიას ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დაესხნენ თავს.

მისი ცნობით, გიორგი გახარია კლინიკაშია გადაყვანილი.

"რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში, “შერატონში”, რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები ჯგუფურად თავს დაესხნენ გიორგი გახარიას, მანამდე ჩვენს მეგობარს, რომელიც ამავე სასტუმროში იყო დაბინავებული. გახარია კლინიკაშია გადაყვანილი", - წერს ის.