ვერძი
მნიშვნელოვანი საკითხების პრიორიტეტიზაცია და მხოლოდ მათზე კონცენტრირება გმართებთ. ეცადეთ, არჩევანი მოგებიან და პერსპექტიულ საქმეზე შეაჩეროთ. გარშემომყოფებს თქვენი დახმარება სჭირდებათ – ნუ გაუცრუებთ იმედს, მაგრამ არც საკუთარი ინტერესები დაივიწყოთ.

კურო
დაძაბული დღეა, უამრავი საკითხის გადაჭრა მოგიწევთ, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ნურც დასვენებას დაივიწყებთ. მშვიდი და აუჩქარებელი მუშაობა მეტ სარგებელს მოგიტანთ, ვიდრე სიჩქარე და რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება.

ტყუპები
დროა, დაპაუზებული საქმეების დასრულებას შეუდგეთ და აღებული ვალდებულებები პირნათლად შეასრულოთ. გირჩევთ, საკუთარი გეგმები საყვარელ ადამიანებს გაუზიაროთ – მათ ღირებული რჩევების მოცემა შეუძლიათ, რაც თქვენს პროექტს მომდევნო ეტაპზე გადაიყვანს.

კირჩხიბი
ეცადეთ, დილიდან აქტიური და ნაყოფიერი მუშაობისთვის განეწყოთ. რთული პრობლემების გადაჭრაში და მოგებიანი შეთავაზებების მიღებაში სწორედ აქტიურობა დაგეხმარებათ. პოზიციის განმტკიცების შანსი ხელიდან არ გაუშვათ.

ლომი
დღის გეგმები შეიძლება ბოლო წუთს შეიცვალოს, მაგრამ ეს ნერვიულობის და უკან დახევის მიზეზი არ არის. ახალი გარემოებების წყალობით ახალ შესაძლებლობებს აღმოაჩენთ, რომლებსაც ადრე ვერ ამჩნევდით. გირჩევთ, ყურადღება ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილოთ.

ქალწული
ეცადეთ იყოთ მიზანმიმართული და თქვენი პრინციპების ერთგული. ურთიერთობებში სტაბილურობა, თავდაჯერებულობა და კარგი განწყობა საშუალებას მოგცემთ, წარმატებული და ნაყოფიერი დღე გქონდეთ. ჯანმრთელობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, მეტი დაისვენეთ.

სასწორი
გაზრდილი ემოციური ფონი ზედმეტად მგრძნობიარეს გაგხდით. ეცადეთ, გადაწყვეტილებები ფრთხილად და ლოგიკურად მიიღოთ. არ დაიწყოთ სამუშაო, რომელიც თქვენთვის მოსაწყენი ან უინტერესოა.

მორიელი
მოემზადეთ იმისთვის, რომ გეგმები შეიცვალოს და ზოგიერთი შეხვედრა ან შეთანხმება სხვა დღისთვის გადაიდოს. კარგია სამუშაო მაგიდის ან ბინის დასუფთავება და მოწესრიგება. გაატარეთ საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად, მოაწყვეთ პაემანი.

მშვილდოსანი
შესაძლოა, დაკარგული კავშირები აღადგინოთ. წარსულში რჩება შფოთი და წყენა, მტკივნეულ განცდებს მხიარული განწყობა ჩაანაცვლებს. მზად ხართ ახალი მწვერვალების დასაპყრობად.

თხის რქა
ფინანსური მოულოდნელი შემოსავალი ძალიან გაგახარებთ და ახალი ენერგიით აგავსებთ. თუმცა სირთულეებიდან სწორი გზის ძიებისას, გაგიჭირდებათ თვალი გაუსწოროთ სიმართლეს.

მერწყული
სიმშვიდე და ზომიერება ყველა სფეროში წარმატების საწინდარია. დაასრულეთ დაწყებული საქმეები და შემდეგ დაეხმარეთ სხვებს. მხოლოდ ასე განახორციელებთ თქვენს მიზნებს.

თევზები
წინა პლანზე ოჯახი და ოჯახური ინტერესებია. თქვენი გულუხვობისა და დიდსულოვნების წყალობით, კომფორტულ და სასიამოვნო გარემოს შექმნით ირგვლივ, გააჯანსაღებთ ატმოსფეროს და აამაღლებთ საერთო განწყობას.