ჩვენ მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ბუნებრივ ინტერესებს უნდა გავუფრთხილდეთ, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ხელისუფლების მამოძრავებელი ძალა მხოლოდ ფულია.

"მათი მამოძრავებელია ფული, კომფორტი, საშინელი ქცევა, ეგოცენტრული, მანიაკალური გამოხტომები, ამიტომ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს პროტესტის პასუხისმგებლობა, ქვეყნის, სახელმწიფოს, ახალგაზრდების და ჩვენი მომავლის წინაშე ბევრად უფრო დიდია და ამ პროტესტს აქვს იმის უნარი, რომ ეს პასუხისმგებლობა აიღოს და მართოს და იმათ, ვინც უდანაშაულო ჟურნალისტების დაპატიმრებით ცდილობენ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, მათთვის არაფერი არაფერს არ ნიშნავს, მათთვის მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მეტი ფული მოიპარონ. ესაა რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენ მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ბუნებრივ ინტერესებს უნდა გავუფრთხილდეთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.