დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მე-11 სართულზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
ხანძრის შედეგად დაღუპული ან დაშავებული არავინაა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
ადგილზე მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.
დიდ დიღომში საცხოვრებელი კორპუსის მე-11 სართულზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
ხანძრის შედეგად დაღუპული ან დაშავებული არავინაა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.
ადგილზე მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.
1736896215
"მთის ამბების" რედაქტორი და ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ გიორგი გახარიას ქართული ოცნების არალეგიტიმური პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დაესხნენ თავს.მისი ცნობით, გიორგი გახარია კლინიკაშია გადაყვანილი."რამდენიმე წუთის წინ, ბათუმში, “შერატონში”, რუსული რეჟიმის არალეგიტიმური პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვები ჯგუფურად თავს დაესხნენ გიორგი გახარიას, მანამდე ჩვენს მეგობარს, რომელიც ამავე სასტუმროში იყო დაბინავებული. გახარია კლინიკაშია გადაყვანილი", - წერს ის.
1736887248
რეზოლუცია ევროპარლამენტარმა, "ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის წევრმა რასა იუკნევიჩიენემ გაავრცელა."ვხელმძღვანელობთ რა, ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებით, როგორც ეს გათვალისწინებულია საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით;2024 წლის 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ხარვეზებით, დემოკრატიული ნორმებისა და სტანდარტების სრული დარღვევით და არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას, რის გამოც მის მიერ არჩეული ახალი "პარლამენტი“ და "პრეზიდენტი“ არალეგიტიმურია; მხედველობაში მივიღეთ ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების, მათ შორის, ეუთო/ოდირის, ასევე 2024 წლის 28 ნოემბერს ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის სულისკვეთება საქართველოს შესახებ; ვგმობთ ირაკლი კობახიძის 2024 წლის 28 ნოემბრის განცხადებას საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით; ვგმობთ დარბევას, უკანონო დაკავებას, წამებას და არაადამიანურ მოპყრობას მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებიც მონაწილეობენ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ უწყვეტ მშვიდობიან საპროტესტო აქციებში. შეგახსენებთ, რომ შეერთებულმა შტატებმა პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესა“, – აღნიშნულია რეზოლუციის ტექსტში.რეზოლუცია „მოუწოდებს „ევროპის სახალხო პარტიის“ ყველა წევრს, „თავი შეიკავონ „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული რეჟიმის საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებად აღიარებისგან“.„1. თავი შეიკავეთ „ქართული ოცნების“ თვითგამოცხადებული რეჟიმის საქართველოს ლეგიტიმურ ხელისუფლებად აღიარებისგან. ამ მიზნით, შეწყვიტეთ „ქართული ოცნების“ ოფიციალური პირების ყველა ოფიციალურ ვიზიტზე მიწვევა და საერთაშორისო ფორუმებში მონაწილეობა; არ აღიაროთ „ქართული ოცნების“ უფლებამოსილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, რათა არ მოხდეს ლეგიტიმაცია. 2. სალომე ზურაბიშვილის აღიარება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ წარმომადგენლად საერთაშორისო ურთიერთობებში. 3. მოუწოდეთ ახალი არჩევნების ჩატარებისკენ გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, რომელსაც მართავს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია საერთაშორისო დაკვირვების ქვეშ, რათა უზრუნველყოს ჭეშმარიტად სამართლიანი და გამჭვირვალე პროცესი. 4. გავაგრძელოთ მიზანმიმართული სანქციების დაწესება „ქართული ოცნების“ იმ მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან დემოკრატიულ უკან დახევაზე, არჩევნების გაყალბებაზე, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ ტერორზე, ადამიანის უფლებების მასობრივ დარღვევასა და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე; კერძოდ, მოუწოდოს ევროკავშირს და მის წევრ ქვეყნებს დაუყოვნებელი და მიზანმიმართული სანქციების დაწესებისკენ ბიძინა ივანიშვილისთვის, ირაკლი კობახიძისთვის, კახა კალაძისთვის, ირაკლი ღარიბაშვილისთვის, შალვა პაპუაშვილისთვის. 5. მხარი დაუჭიროს ადამიანის უფლებათა დაცვის ყველა საერთაშორისო მექანიზმის გამოყენებას, მათ შორის, ეუთოს, ევროპის საბჭოსა და გაეროს, არჩევნების გაყალბებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობის გამოსაძიებლად. 6. შეაჩეროს ყველა ფინანსური მხარდაჭერა და სტრატეგიული პარტნიორობა „ქართული ოცნების“ რეჟიმთან, რათა თავიდან აიცილოს მისი ანტიდემოკრატიული ქმედებები და გააძლიეროს თანამშრომლობა საქართველოს კრიტიკულ მედიასთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ავტორიტარიზმის წინააღმდეგ მდგრადობის გასაძლიერებლად და საქართველოს ხელისუფლებასთან ევროკავშირის ურთიერთობის ყველა ინსტრუმენტის გადაფასების მიზნით. 7. მკაცრად შეზღუდოს ოფიციალური კონტაქტები ევროკავშირის დონეზე ე.წ. საქართველოს მთავრობასთან და პარლამენტთან, მათ შორის, საქართველოში ვიზიტების ჩათვლით, რომლებიც არ ემსახურება ახალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. 8. ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის „დანაშაულში“ ბრალდებული ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნის გაჟღერებით, რომლებსაც ემუქრებათ შესაძლო მრავალწლიანი პატიმრობა, ისევე, როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლება. 9. გამოხატეთ მტკიცე მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, რომლებიც ყოველ საღამოს განაგრძობენ გამოსვლებს საქართველოს ქალაქების ქუჩებში. 10. გამართოს მოსმენები ეროვნულ საკანონმდებლო ორგანოებში, რათა შენარჩუნებული იყოს საერთაშორისო ყურადღება და მხარდაჭერა საქართველოსადმი და მისი ბრძოლისადმი რუსული რეჟიმის სტილის სახელმწიფოს მიტაცებასთან“, – აღნიშნულია რეზოლუციაში.
1736886755
დოკუმენტს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ვაშინგტონში მოაწერეს ხელი.როგორც ბლინკენმა აღნიშნა, ეს მნიშვნელოვანი ეტაპია სომხეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში.„ჩვენ ვქმნით სტრატეგიული პარტნიორობის კომისიას, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობის გაზრდას ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის, დემოკრატიის, ინკლუზიურობისა და ხალხთა შორის ურთიერთობების სფეროებში“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.არარატ მირზოიანის განცხადებით, სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას უფრო ამბიციურს ხდის."სომხეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტი მყარ საფუძველს უყრის და ჩვენს თანამშრომლობას უფრო ამბიციურს ხდის. ის მოიცავს ბევრ სფეროს, მათ შორის, ეკონომიკური და ენერგეტიკული კავშირების გაძლიერებას, კომუნიკაციებს, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობას, ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების განვითარებას, ასევე ადამიანებს შორის კონტაქტების გაფართოებას“, – განაცხადა მირზოიანმა.მისივე თქმით, აშშ-სა და სომხეთს შორის ურთიერთობები, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და ორმხრივ ინტერესებს, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად განვითარდა."ამან მიაღწია იმ დონეს, რომ სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება არა მხოლოდ შეესაბამება არსებულ რეალობას, არამედ აუცილებელია რთულ გეოპოლიტიკურ პირობებში მუშაობის კონტექსტში“, – განაცხადა მირზოიანმა.
1736885967
მისივე თქმით, ამ ხელისუფლების მამოძრავებელი ძალა მხოლოდ ფულია."მათი მამოძრავებელია ფული, კომფორტი, საშინელი ქცევა, ეგოცენტრული, მანიაკალური გამოხტომები, ამიტომ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ დღეს პროტესტის პასუხისმგებლობა, ქვეყნის, სახელმწიფოს, ახალგაზრდების და ჩვენი მომავლის წინაშე ბევრად უფრო დიდია და ამ პროტესტს აქვს იმის უნარი, რომ ეს პასუხისმგებლობა აიღოს და მართოს და იმათ, ვინც უდანაშაულო ჟურნალისტების დაპატიმრებით ცდილობენ, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, მათთვის არაფერი არაფერს არ ნიშნავს, მათთვის მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მეტი ფული მოიპარონ. ესაა რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ. ჩვენ მთავარი, რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ბუნებრივ ინტერესებს უნდა გავუფრთხილდეთ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
1736884324
11:30 საათზე - მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში ეკონომისტ ოთარ ანგურიძის პრესკონფერენცია გაიმართება.თემა: "მიმდინარე პროცესების გავლენა ეკონომიკაზე. როგორია ქვეყნის ეკონომიკის პერსპექტივა მიმდინარე წელს. ლარის კურსი".მისამართი: კოსტავას ქუჩა 47/57.საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24 11:45 საათზე - მედიაჰოლდინგ "კვირას" პრესკლუბში ეკონომისტ სოსო არჩვაძის პრესკონფერენცია გაიმართება.თემა: "მიმდინარე პროცესების გავლენა ეკონომიკაზე. როგორია ქვეყნის ეკონომიკის პერსპექტივა მიმდინარე წელს. ლარის კურსი".მისამართი: კოსტავას ქუჩა 47/57.საკონტაქტო ნომერი: 593 53 45 24 12:00 საათზე - 4 პოლიტიკური პარტიის სამუშაო შეხვედრა გაიმართება.მისამართი: ტარას შევჩენკოს 1 (სასტუმრო “შოთას” საკონფერენციო სივრცე)საკონტაქტო ნომერი: ირაკლი გაბისონია - 555 602 634 15:00 საათზე - დამსაქმებლები და დასაქმებულები საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას მოაწყობენ.
1736884318
კუროდაძაბული დღეა, უამრავი საკითხის გადაჭრა მოგიწევთ, რაც დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ნურც დასვენებას დაივიწყებთ. მშვიდი და აუჩქარებელი მუშაობა მეტ სარგებელს მოგიტანთ, ვიდრე სიჩქარე და რამდენიმე საქმის ერთდროულად კეთება.ტყუპებიდროა, დაპაუზებული საქმეების დასრულებას შეუდგეთ და აღებული ვალდებულებები პირნათლად შეასრულოთ. გირჩევთ, საკუთარი გეგმები საყვარელ ადამიანებს გაუზიაროთ – მათ ღირებული რჩევების მოცემა შეუძლიათ, რაც თქვენს პროექტს მომდევნო ეტაპზე გადაიყვანს.კირჩხიბიეცადეთ, დილიდან აქტიური და ნაყოფიერი მუშაობისთვის განეწყოთ. რთული პრობლემების გადაჭრაში და მოგებიანი შეთავაზებების მიღებაში სწორედ აქტიურობა დაგეხმარებათ. პოზიციის განმტკიცების შანსი ხელიდან არ გაუშვათ.ლომიდღის გეგმები შეიძლება ბოლო წუთს შეიცვალოს, მაგრამ ეს ნერვიულობის და უკან დახევის მიზეზი არ არის. ახალი გარემოებების წყალობით ახალ შესაძლებლობებს აღმოაჩენთ, რომლებსაც ადრე ვერ ამჩნევდით. გირჩევთ, ყურადღება ერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილოთ.ქალწულიეცადეთ იყოთ მიზანმიმართული და თქვენი პრინციპების ერთგული. ურთიერთობებში სტაბილურობა, თავდაჯერებულობა და კარგი განწყობა საშუალებას მოგცემთ, წარმატებული და ნაყოფიერი დღე გქონდეთ. ჯანმრთელობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად, მეტი დაისვენეთ.სასწორიგაზრდილი ემოციური ფონი ზედმეტად მგრძნობიარეს გაგხდით. ეცადეთ, გადაწყვეტილებები ფრთხილად და ლოგიკურად მიიღოთ. არ დაიწყოთ სამუშაო, რომელიც თქვენთვის მოსაწყენი ან უინტერესოა.მორიელიმოემზადეთ იმისთვის, რომ გეგმები შეიცვალოს და ზოგიერთი შეხვედრა ან შეთანხმება სხვა დღისთვის გადაიდოს. კარგია სამუშაო მაგიდის ან ბინის დასუფთავება და მოწესრიგება. გაატარეთ საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად, მოაწყვეთ პაემანი.მშვილდოსანიშესაძლოა, დაკარგული კავშირები აღადგინოთ. წარსულში რჩება შფოთი და წყენა, მტკივნეულ განცდებს მხიარული განწყობა ჩაანაცვლებს. მზად ხართ ახალი მწვერვალების დასაპყრობად.თხის რქაფინანსური მოულოდნელი შემოსავალი ძალიან გაგახარებთ და ახალი ენერგიით აგავსებთ. თუმცა სირთულეებიდან სწორი გზის ძიებისას, გაგიჭირდებათ თვალი გაუსწოროთ სიმართლეს.მერწყულისიმშვიდე და ზომიერება ყველა სფეროში წარმატების საწინდარია. დაასრულეთ დაწყებული საქმეები და შემდეგ დაეხმარეთ სხვებს. მხოლოდ ასე განახორციელებთ თქვენს მიზნებს.თევზებიწინა პლანზე ოჯახი და ოჯახური ინტერესებია. თქვენი გულუხვობისა და დიდსულოვნების წყალობით, კომფორტულ და სასიამოვნო გარემოს შექმნით ირგვლივ, გააჯანსაღებთ ატმოსფეროს და აამაღლებთ საერთო განწყობას.
1736884200
მან სანქცირებულთა სიაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ სიაში ისინი არიან მოხვედრილი, ვინც რეჟიმს ასპონსორებს."ძალიან ცოტა დრო რჩება, სინამდვილეში, ამერიკული ორი და გერმანული ერთი ბანკია დარჩენილი, რომელიც ემსახურება საქართველოს საბანკო სექტორს, რითაც ჩვენი ტრანზაქციები, საქართველოს ფინანსური სისტემა მიბმულია დასავლეთზე, ამიტომ აქ საქმეა იმაზე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ერთი განცხადებაა საჭირო, რომ ისეთი პროცესები განვითარდეს, რომლის შემოტრიალება ძალიან რთული იქნება. რაც შეეხება სანქციების სიას, დიახ, იქ არიან მოხვედრილი ის ადამიანები, რომლებიც არიან ე.წ. სპონსორი რეჟიმის. ოხრად დარჩებათ ეს შემოსავალი, თუ ეს ქვეყანა გახდა კადიროველების. უცებ ჩამოემხობა ეს ყველაფერი. რაც უფრო ფართო იქნება ეს პროტესტი, მით უფრო უმტკივნეულო იქმნება პროცესი. უნდა განიმუხტოს ღრმა პოლიტიკური კრიზისი ახალი არჩევნების გზით", - განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
1736880852
მისივე თქმით, ამ საქმეზე პროკურატურამ და პენიტენციურმა სამსახურმა უნდა უზრუნველყონ ახობაძის გადაადგილება."ადვოკატები ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გიორგიმ ის მაინც შეძლოს, ბოლო წუთები დედასთან გაატაროს და გამოემშვიდობოს საკუთარ დედას. ახლა ჯერი არის პროკურატურაზე გიორგი ახობაძის ეკიპირებასთან დაკავშირებით და შემდგომ ჯერი არის პენიტენციურ დაწესებულებაზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს გიორგი ახობაძის ეკიპირება, რომ საკუთარ დედას გამოემშვიდობოს. რაც შეეხება იმედებს, ყველას გვესმის, რა მდგომარეობაა ქვეყანაში, თუმცა ეს იმდენად მძიმე მორალურ ამბავთანაა დაკავშირებული, რომ ადამიანს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, დედის დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცე, ვერ წარმომიდგენია. ყველანაირი სამართლებრივი ბერკეტი აქვთ მათ, რომ გიორგი ახობაძის ბადრაგირება უზრუნველყონ. გიორგის პროცესი 23-ში არის ჩანიშნული, სადაც ჩვენ კიდევ ერთხელ დავაყენებთ შუამდგომლობას, რომ აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს, შევთავაზოთ გირაო. სამწუხაროა ადვოკატისთვის იმის თქმა, რომ ამის მოლოდინი თითქმის არ მაქვს. რაც შეეხება მტკიცებულებებს, საქმეში არის არაფერი", - განაცხადა ლაშა ცუცქირიძემ.საპროტესტო აქციების მონაწილე ექიმ გიორგი ახობაძეს, რომელიც გასული წლის 8 დეკემბერს დააკავეს, დედა გარდაეცვალა. ახობაძის წინააღმდეგ საქმე 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს. ბრალი 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
"ადამიანი, რომელსაც საქართველოს ბედი უჭირავს ხელში, ეს არის მაკრონი, მნიშვნელოვანი ფიგურაა"
1736255908
კახა გოგოლაშვილი - არსებობს უკვე კონკრეტული ადამიანების სია და გადაცემული აქვთ მათ, ვინც არ უნდა შეუშვან
1736241739
ფიცო უკრაინას ამჯერად ლტოლვილებისთვის დახმარების შემცირებით ემუქრება
1735842139
ტრაგედია საბერიოში - ხანძრის შედეგად 5 ბავშვი დაიღუპა
1736074464
ცოტნე კობერიძე - ზურაბიშვილის გამოსვლიდან გამოსვლამდე 10 დღე ველოდებით ხოლმე, ჩემთვის უცნაურია და არ მომწონს
1736423792