"ქართულმა ოცნებამ" მიზანმიმართულად ბოლომდე დაანგრია ჩვენი ურთიერთობა ჩვენს მეგობარ ძლიერ სახელმწიფოებთან, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობიდან ქვეყანა გადავიდა იზოლაციამდე და მტრულ რიტორიკამდე. 

"ქართულმა ოცნებამ" მიზანმიმართულად ბოლომდე დაანგრია ჩვენი ურთიერთობა ჩვენს მეგობარ ძლიერ სახელმწიფოებთან - გერმანიასთან, საფრანგეთთან, აშშ-სთან, მთელ ევროკავშირთან. ანგრევენ ყველაფერს, რაც კი ამ ქვეყანაში ყოფილა. ვინ წარმოიდგენდა, რომ ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობიდან გადავიდოდით იზოლაციამდე და მტრულ რიტორიკამდე.

ამ ყველაფრის ფონზე, მინდა საზოგადოებას ვუთხრა, რომ ჩვენ ამ ყველაფრის შეცვლა გვსურს, ამ ბნელი მხარის და რეჟიმის ჩამოშორება და ქვეყნის სწორ გზაზე დაყენება გვინდა. გვინდა, აღვადგინოთ ის ურთიერთობები დასავლეთთან და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომელიც "ქართული ოცნების" რეჟიმმა დაანგრია", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.