ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის მოკავშირეები ეცემიან მთელ მსოფლიოში. ამის პარალელურად, სანქციები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ძლიერდება და ეს არის ფაქტი, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" წევრმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, ირანის ტერორისტული და მკვლელი რეჟიმის წინააღმდეგ "ოცნება" მხარდაჭერას გამოხატავს.

"ივანიშვილის ავტორიტარული რეჟიმის მოკავშირეები ეცემიან მთელ მსოფლიოში. ამის პარალელურად, სანქციები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ძლიერდება და ეს არის ფაქტი. კონცეპტუალურად რომ წარმოვიდგინოთ, რეჟიმის ჩამოშლა გამოიყურება ისე, როგორც ჩამოიშალა რუსული კომპანია "იმედის" სამეთვალყურეო საბჭო, რაც შეეხება სანქციებს, სანქციები იქნება კიდევ ბევრად უფრო ხისტი. ამასთანავე, თუ იქნება პოლიტიკური ალტერნატივა და კონსოლიდაცია და ერთიანობა დაისადგურებს პროდასავლურ ველზე, ბუნებრივია, ეს ყველაფერი ჯამში, მათ კარგად იციან, რომ ავტომატურად ნიშნავს მათ ჩამოშლას. 

ფაქტია, რომ ირანის ტერორისტული და მკვლელი რეჟიმის წინააღმდეგ "ოცნება" მხარდაჭერას გამოხატავს. ეს იმიტომ, რომ რუსეთის დავალება იყო და მეორე იმიტომ, რომ ივანიშვილი არის კაცი, რომელსაც ეგონა, რომ დასავლეთი სუსტია და პუტინი და აიათოლების რეჟიმია მისი დასაყრდენი, მაგრამ უკვე ხედავენ, რომ ეს ასე არ არის და ამის გამო შფოთავენ, ხვდებიან, რომ მათი დროც მიდის და სულ ცოტა რჩება მათ ჩამოშლამდე", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.