იმიტომ არიან ისინი რუსები, რომ 26 მაისიც უნდათ აქციონ დაპირისპირების, ძალადობისა და უარყოფითის დღედ, რაც მათ არ გამოუვათ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა მცდელობას, რომ ამ ჯგუფებში დაპირისპირება შემოიტანონ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობითა და გონიერებით უნდა შეხვდეს ოპოზიცია.

"იმიტომ არიან ისინი რუსები, რომ 26 მაისიც უნდათ აქციონ დაპირისპირების, ძალადობისა და უარყოფითის დღედ, რაც მათ არ გამოუვათ. ჩვენ უკვე თვეზე მეტია, ვმუშაობთ აბსოლუტურად ყველა საზოგადოებრივ ჯგუფთან, რომ ეს იყოს საერთო, სახალხო ეროვნული დღე, რომელიც ასახავს იმას, რომ ეს დამოუკიდებლობის დღეა და მეორე მხრივ იმას, რომ ეს დამოუკიდებლობა დასაცავია. 

ყველა მცდელობას, რომ ამ ჯგუფებში დაპირისპირება შემოიტანონ, ჩვენ ძალიან დიდი პასუხისმგებლობითა და გონიერებით უნდა შევხვდეთ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ჩვენს რიგებში დაპირისპირება", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

26 მაისის დღესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაზე სასაუბროდ ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.