ივანიშვილის ხელქვეითი ზონდერი -  გომელაური აკეთებს ასეთ განცხადებებს. მას არაფერი საერთო არ აქვს კანონის დაცვასთან, -  ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა შსს-ს განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, შსს-ს არალეგიტიმურად აკონტროლებს თვითმარქვია მინისტრი.

"ეს შსს არ არის. ამ დროისთვის მას არალეგიტიმურად აკონტროლებს თვითმარქვია მინისტრი. ის არ არის მინისტრი, ის არის ივანიშვილის დაცვის წევრი და მისი ხელქვეითი ოფიციალურად. ასე იყო სულ. შესაბამისად, ივანიშვილის ხელქვეითი ზონდერი -  გომელაური აკეთებს ასეთ განცხადებებს. მას არაფერი საერთო არ აქვს კანონის დაცვასთან, კანონმდებლობასთან. გახსოვთ, მარცხენა თვალი საერთოდ არ მქონდა და იმ დროს არავინ დაუკავებიათ და არც გამოუძიებიათ. შესაბამისად, მასთან დაკავშირებით პირადად მეც ბევრი კითხვები მაქვს, ისევე როგორც საზოგადოებას", - განაცხადა  ლევან ხაბეიშვილმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს აფრთხილებს, არ გასცდნენ კანონით დადგენილ ფარგლებს.