ივანიშვილი არ ენდობა არავის, უკვე საკუთარ დე ფაქტო სამინისტროებსაც და ხელისუფლებასაც აღარ ენდობა, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ინტერესი ეყრდნობა მხოლოდ იმას, რომ ძალაუფლების მონოპოლიზაცია შეინარჩუნოს და ჰყავდეს მსახურები.

"ვფიქრობ, რომ ივანიშვილი არ ენდობა არავის, უკვე საკუთარ დე ფაქტო სამინისტროებსაც და ხელისუფლებასაც აღარ ენდობა, ამიტომ ყველგან საკუთარი, პირადი დაცვის გაძლიერებით, განსაკუთრებით ისეთ მნიშვნელოვან ადგილას, როგორიც არის შინაგან საქმეთა სამინისტრო, სვამს თავის კადრებს.

ბიძინა ივანიშვილის ინტერესი ეყრდნობა მხოლოდ იმას, რომ ძალაუფლების მონოპოლიზაცია შეინარჩუნოს, მას ჰყავდეს მსახურები. ამავდროულად,  საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც ყველამ ძალიან კარგად იცის, ვინ არის ამ ქვეყანაში მთავარი მმართველი" , - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის ყოფილი თანამშრომელი გიორგი ბახუაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.