“ივანიშვილის კანონი საქართველოს წინააღმდეგ“ - ხვალ, 3 თებერვალს, 12:00 საათზე პარლამენტის უკან აქცია დაანონსდა.
მოქალაქეები პარლამენტში კანონპროექტების განხილვების პარალელურად შეიკრიბებიან და “ოცნების“ კანონებში ცვლილებებს გააპროტესტებენ.
“ივანიშვილის კანონი საქართველოს წინააღმდეგ“ - ხვალ, 3 თებერვალს, 12:00 საათზე პარლამენტის უკან აქცია დაანონსდა.
მოქალაქეები პარლამენტში კანონპროექტების განხილვების პარალელურად შეიკრიბებიან და “ოცნების“ კანონებში ცვლილებებს გააპროტესტებენ.
1770040528
ღონისძიება ახალგახსნილ SOLO Lounge-ში გაიმართა და ბათუმში მოქმედი საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ტურიზმის სფეროში არსებული მიმდინარე ტენდენციების გაცნობას, ამასთანავე მონაწილეებს შორის გამოცდილებისა და პრაქტიკული ხედვების გაზიარებას ისახავდა მიზნად. დისკუსიის ფარგლებში, Galt & Taggart-ის მთავარმა ეკონომისტმა, ლაშა ქავთარაძემ, წარადგინა პრეზენტაცია თემაზე „ეკონომიკის მიმოხილვა“, ხოლო Galt & Taggart-ის კვლევების დეპარტამენტის ტურიზმის მიმართულების ხელმძღვანელმა, თათია მამრიკიშვილმა, მონაწილეებს აჭარაში ტურიზმის განვითარების ძირითადი ტენდენციები და პერსპექტივები გააცნო. ღონისძიებას მოდერაციას უწევდა გიორგი ისაკაძე, BMG-ის გენერალური პროდიუსერი. "SOLO Business-ის დისკუსიების სერია მიზნად ისახავს ბიზნესებისთვის ისეთი სივრცის შექმნას, სადაც მათ ექნებათ შესაძლებლობა, მიიღონ სიღრმისეული ანალიტიკა, გაეცნონ დარგობრივ ტენდენციებს და პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების გზით, უკეთ მოემზადონ ახალი შესაძლებლობებისთვის. გვჯერა, რომ მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს ბიზნესის მდგრად განვითარებას”, - განაცხადა თორნიკე კუპრაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.SOLO Business-ის ნეთქვორქინგ სესიები სამ თვეში ერთხელ გაიმართება და Galt & Taggart-ის კვლევებზე დაყრდნობით, ექსპერტებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლების ჩართულობით, სხვადასხვა დარგის განვითარების შესაძლებლობების განხილვას დაეთმობა. მომდევნო შეხვედრაზე სამშენებლო მასალების სექტორის საჭიროებები განიხილება.Solo Business-ის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.
1770040209
"სახელმწიფოს განადგურებასთან ერთად, ქართველი ხალხის დაუძინებელი მტერი, ანადგურებს ასევე სახელმწიფოებრიობის სიმბოლოებს. ეს სასახლეც არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობის, 9 წლიანი ოქროს ეპოქის ერთ-ერთი სიმბოლო. თუ სახელმწიფო აღარ იარსებებს, პრეზიდენტის სასახლე რაღა შუაშია.დიქტატორს და მის პატრონებს უნდათ ქართველებს დაავიწყონ, რომ სულ ახლახან ისინი იყვნენ წარმატებულები. დარწმუნებული ვარ თუ დასცალდა გამოცვლიან დროშას, გერბს და ჰიმნსაც. სამწუხაროდ, არასდროს შევმცდარვარ პროგნოზებში", - წერს სააკაშვილი.
1770034443
მისივე თქმით, ეს არის ადვოკატის უფლებების უხეში დარღვევა."იუსტიციის სამინისტროს რომელი ადვოკატიც არ მოეწონება, ის დაკარგავს ლიცენზიას - აი, ეს პროცესი დაიწყო. ანუ, მიმდინარეობს "კოპირება" იმ ქვეყნებისა, სადაც ადვოკატთა კორპუსი არ არის დამოუკიდებელი, აბა, რაში უნდა დაგჭირდეს პრემიერ-მინისტრს, რომ ადვოკატთა კორპუსი შენ წინაშე იყოს ანგარიშვალდებული. ეს არის ადვოკატის უფლებების უხეში დარღვევა, ეს არის ევროსაბჭოს რეკომენდაციის უხეში დარღვევა. მთელი ადვოკატთა კორპუსი უნდა გამოვიდეს ქუჩაში", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა."ქართული ოცნების" ინიციატივით, იქმნება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, იურიდიული დახმარების სამსახური პრემიერ-მინისტრის წინაშე ვალდებული ორგანო ხდება.
1770030886
მათივე ცნობით, 62 პროფესორიდან უნივერსიტეტების გაერთიანებას არცერთი არ ეთანხმება."გაცნობებთ, რომ 2026 წლის 31 იანვარს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა ფარულ გამოკითხვაში ერთსულოვნად დააფიქსირეს უარყოფითი დამოკიდებულება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხთან დაკავშირებით. 62 პროფესორიდან, რომლებმაც გამოკითხვაში მიიღეს მონაწილეობა, არცერთი ეთანხმება უნივერსიტეტების გაერთიანების იდეას.ხსენებული გამოკითხვის საფუძველზე ვაქვეყნებთ ღია წერილს, რომელთან მიერთება შეუძლია საუნივერსიტეტო საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს, რომელიც იზიარებს ტექსტის სულისკვეთებას.ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორების ღია წერილი:მოგეხსენებათ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არ არის მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულება, ის არის ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილი - საქართველოს ისტორია, წარსული, აწმყოცა და მომავალიც; ადგილი, რომელსაც ასეულობით ათასი ადამიანის როგორც პროფესიული, ისე პიროვნული მომავალი განუსაზღვრია; ადგილი, სადაც ყალიბდებოდა თანამედროვე ქართველი ერი.ამ წერილით კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ, რომ თსუ არ არის უბრალოდ ინსტიტუცია, რომლის მომავალი მხოლოდ პროცედურულ, ან სამართლებრივ ჭრილში უნდა განიხილებოდეს.შესაბამისად, გადაწყვეტილების მიმღები პირებისგან მოვითხოვთ:1. შეჩერდეს უნივერსიტეტის სტატუსსა და სტრუქტურასთან დაკავშირებული ნებისმიერი ნაჩქარევი, ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც განსაზღვრავს მის აწმყოსა და მომავალს.2. დაიწყოს ფართომასშტაბიანი, საჯარო და არგუმენტირებული კონსულტაციები აკადემიურ საზოგადოებასთან", - აღნიშნულია განცხადებაში.
1770029308
პროექტის ჯამური ღირებულება 1.5 მილიონი ლარია და ის სრულად საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციაა. შპს პომ 2021 წელს დაარსდა. კომპანიამ 10 ჰექტარზე ჰოლანდიური ნერგებითა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ინტენსიური ვაშლის ბაღი გააშენა. 2023 წელს კომპანია შემნახველი მიმართულებით გაფართოვდა. 2025 წელს კი თანამედროვე სამაცივრე მეურნეობის მშენებლობა დაასრულა.ახალი სამაცივრე მეურნეობა 600 ტონა ვაშლის შესანახად არის გათვლილი, რაც კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, პროდუქციის რეალიზება არა მხოლოდ მოსავლის აღების პერიოდში, არამედ ყველა სეზონზე მოახდინოს. “შპს პომ ბაზარზე მაღალი ხარისხის პროდუქციით გამოირჩევა. 10 ჰა-ზე მოყვანილი ვაშლის რაოდენობა და ხარისხი იმ შედეგს იძლევა, რასაც ხშირად გაცილებით დიდ ფართობზე გაშენებული ბაღები ვერ უზრუნველყოფს. სამაცივრე მეურნეობა კი კონკურენტული უპირატესობის მოპოვებაში გვეხმარება. ის დამატებით შესაძლებლობას გვაძლევს პროდუქციის რეალიზება ნებისმიერ სეზონზე მოვახდინოთ. საქართველოს ბანკთან თანამშრომლობა ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე, ვაშლის ბაღის გაშენებისას დავიწყეთ და მას შემდეგ ჩვენი სანდო ფინანსური პარტნიორია. სამომავლოდ კიდევ უფრო გაფართოებას ვგეგმავთ. ეს გულისხმობს, როგორც ახალი ბაღების გაშენების, ისე დამატებითი სამაცივრე ინფრასტრუქტურის შექმნის მიმართულებით, რაც შესაძლებლობას მოგვცემს გავზარდოთ წარმოების მოცულობა და კონკურენტუნარიანობა”, - განაცხადა შპს პომ-ის დირექტორმა, ლადო მეშველიანმა.
1770028625
მისივე თქმით, უნივერსიტეტს, რომელსაც არ აქვს ავტონომია და პარტია პირდაპირ განაგებს და წყვეტს, შეუერთოს თუ არა სხვა უნივერსიტეტს, მას, რა თქმა უნდა, არ ექნება არანაირი ევროპული ფასეულობა და ვერ განვითარდება დამოუკიდებლად."არ ისაუბრა უნივერსიტეტის ავტონომიაზე, არც აკადემიურ თავისუფლებაზე. დაუსვა ჩემმა კოლეგამ შეკითხვა და ამას თავს არიდებს. ბოლონიის პროცესზე ისე საუბრობს, რომ სულ არ იცის, მაგალითად, ის, რომ უნივერსიტეტს, რომელსაც არ აქვს ავტონომია და პარტია პირდაპირ განაგებს და წყვეტს, შეუერთოს თუ არა სხვა უნივერსიტეტს, მას, რა თქმა უნდა, არ ექნება არანაირი ევროპული ფასეულობა და ვერ განვითარდება დამოუკიდებლად.არ უთქვამს ჯაბა სამუშიას ცალსახად თავისი დამოკიდებულება, თუმცა ყველა იმ კომენტარში, რასაც აკეთებდა, მე მეჩვენება, რომ ის მზად არის, შეასრულოს ეს ბრძანებაც", - განაცხადა ქეთევან ხუსკივაძემ.თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე უნივერსიტეტის გაერთიანების საკითხზე იმსჯელეს. პარალელურად კი, თსუ-ს პირველ კორპუსთან სტუდენტები, რომლებიც თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტების გაერთიანების ინიციატივას აპროტესტებენ, აქციას მართავენ.
1770027490
"ბირთვული იარაღი საგანგებო და განსაკუთრებით საშიში იარაღია მთელი კაცობრიობის ბედისთვის, მაგრამ ამავდროულად, თუ ქვეყნის ბედზე იქნება საუბარი, არავის უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ რუსეთი მას გამოიყენებს", - განაცხადა მედვედევმა.მისივე თქმით, რუსეთი არ არის დაინტერესებული გლობალური კონფლიქტით, რადგან "რუსები გიჟები არ არიან".კითხვაზე, განიხილა თუ არა რუსეთის ხელმძღვანელობამ უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა, მან უპასუხა, რომ "რუსეთი მკაცრად მოქმედებს თავისი ბირთვული დოქტრინის შესაბამისად“, რომელიც ნათლად არის გაწერილი და არ არის საჭირო ამ იარაღის გამოყენების ცალკე განხილვა.მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ რადგან მოსკოვმა დღემდე არ გამოიყენა ბირთვული იარაღი, ქვეყნისთვის საშიში საფრთხეები არ ყოფილა.რუსეთის ხელმძღვანელობა და მათ შორის მედვედევი მსოფლიო ბირთვული დარტყმით არაერთხელ დაემუქრა.
1770026163
მისივე თქმით, ჩანს, რომ "ქართულ ოცნებას" ეშინია."ეს არის პირდაპირი დანაშაულებრივი ზეწოლა რეჟიმის მხრიდან და დანაშაულებრივი ანგარიშსწორება მის პოლიტიკურ ოპონენტებზე.ეს არის მორიგ ჯერზე ზურგის შექცევა ჩვენი პარტნიორებისთვის იმიტომ, რომ ეს გრანტები, ეს დახმარებები, რომელიც მოდიოდა სწორედ იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ჩვენი ქვეყნის დიდი ხნის პარტნიორები და სტრატეგიული მეგობრები არიან, ამიტომ ვერაფერ ახსნას, გარდა ერთისა, რომ ძალიან ეშინიათ საკუთარი პოლიტიკური ოპონენტების, რომ ძალიან უფრთხიან საკუთარ მომავალ ბედს, რომელიც რეჟიმის დასრულების შემდეგ მათ ელით, სხვა არ აქვს", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.